ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადების შემცირებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

"საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა.

"ფაიზერის" ვაქცინით აცრილთათვის ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 5-თვიანი ინტერვალით უნდა მოხდეს, რაც მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან აითვლება.

COVID 19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებით (სინოვაკი, სინოფარმი) აცრილი პირებისათვის ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე, ასევე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს .

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!",
- აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: report.ge
Print