ძვირადღირებული ტექნიკა, რის დაზიანებასაც სააკაშვილს ედავებოდნენ, 150 ლარზე ნაკლები ღირებულების აღმოჩნდა
„როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეასახლეს ამ ახალ დაწესებულებაში, #18-ში, მან როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა. ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – უთხრა ტელეკომპანია „იმედს” საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 8 ნოემბერს.

გუშინ კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც უწყება ხსნის, თუ რატომ მიმდინარეობს სააკაშვილის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება:

„მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო… და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება” – ვკითხულობთ ახალ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს ადრე გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხელი გაჰკრა პალატაში განთავსებულ კარდიომონიტორს.

აღსანიშნავია, რომ მონიტორის ღირებულების დასადგენად, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ძვირადღირებულ სამედიცინო აპარატურად მოიხსენიებდა, უწყების მტკიცებით, ექსპერტიზა ჩაატარეს.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია