ბოლნისში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლნისში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მოქალაქე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაურეგისტრირებელი სანადირო თოფითა და ხელნაკეთი სანათი მოწყობილობით უკანონოდ ნადირობდა.

“სამართალდამრღვევის მიმართ, შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. სანადირო თოფი და ხელნაკეთი სანათი მოწყობილობა დაილუქა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს,”
– აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: tv4.ge
Print