პროდუქტები, რაც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა საქართველომ წელს
საქართველოში როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 10 თვეში ქვეყანამ 851,727 მლნ აშშ დოლარის საკვები პროდუქტი შეიძინა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 785,532 მლნ აშშ დოლარის.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში 815,015 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გაიტანა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 655,465 მლნ აშშ დოლარის.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა საქართველომ.

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 189, 105 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 121,986 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 118,372 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 90,030 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 51,406 მლნ აშშ დოლარი
  • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი - 31,961 მლნ აშშ დოლარი
  • ცხვრები და თხები ცოცხალი - 25,541 მლნ აშშ დოლარი
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 23,155 მლნ აშშ დოლარი
  • კარტოფილი, ახალი ან შეყინული - 13,882 მლნ აშშ დოლარი
  • ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები, თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების - 11,128 მლნ აშშ დოლარი
მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:
  • ხორბალი და მესლინი - 78,647 მლნ აშშ დოლარი
  • შაქარი - 54,349 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 49,408 მლნ აშშ დოლარი
  • ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები - 40,579 მლნ აშშ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 39,409 მლნ აშშ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 37,124 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 29,383 მლნ აშშ დოლარი
  • ხორცი ღორის ახალი, გაცივებული ან გაყინული - 27,683 მლნ აშშ დოლარი
  • მარგარინი - 24,491 მლნ აშშ დოლარი
  • ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 21,033 მლნ აშშ დოლარი

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები