ოზურგეთში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული – 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია