საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 661 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 661 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 60 753 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 092, „პისიარ“ ტესტით – 26 661.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,16%, ბოლო 14 დღის – 9,14%, ბოლო შვიდი დღის – 9,84%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 984 802 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 924 072 გამოჯანმრთელდა, 14 395 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 596 549 აცრა, დღიურად აცრილია 6 864.

კარანტინის რეჟიმშია 68, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 379 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 077 პირი.

ამასთან, 13 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 044 პაციენტი, გარდაიცვალა 48.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია