კიევში აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო
კიევში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევოსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინა-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. ასევე იგეგმება ორმხრივი დოკუმენტების გაფორმება.

მოგვიანებით აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები მედიის წარმომადგენლებთან განცხადებებს გააკეთებენ.

წყარო: report.ge
Print