SOCAR-მა ოფშორული პლატფორმებიდან 82 თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელა
SOCAR-მა ამინდის პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, ყველა ღია საწარმოო ობიექტზე, კერძოდ, ოფშორულ პლატფორმებზე მუშაობა შეზღუდა და უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმედოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ზღვაზე მომუშავე 82 თანამშრომელი ევაკუირებულია და ამინდის გაუმჯობესების შემდეგ ისინი სამუშაოს დაუბრუნდებიან.

ჰაერის ტემპერატურა ბაქოსა და აბშერონის ნახევარკუნძულზე ღამით და დღისით 1-3°C იქნება. ატმოსფერული წნევა 758 მმ Hg-დან 761 mmHg-მდე გაიზრდება.

აზერბაიჯანის რაიონებში მოსალოდნელია წვიმა და დიდთოვლობა.

წყარო: report.ge
Print