ონლაინსწავლებაზე გადასვლის განაცხადი 5 156-მა მშობელმა შეიტანა, 6 277-მა კი რეგისტრაცია გააუქმა
ახალი სემესტრიდან, რომელიც 17 იანვარს იწყება, ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 5 156 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გაუქმდა ონლაინსწავლების 6277 განაცხადი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, მათთვის ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არ არის.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია