სჯობს, ამბულატორიულ პაციენტებში პირდაპირ PCR ტესტი გაკეთდეს - ინფექციონისტი
ინფექციონისტი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ასე უფრო მეტ თანხას დაზოგავს, რადგან ანტიგენის ტესტი ხშირ შემთხვევაში ვირუსს ვერ ავლენს და პაციენტს განმეორებით უწევს ამ შედეგის უკვე PCR ტესტით შემოწმება.

“სწრაფ ტესტთან დაკავშირებით ყოველთვის იყო პრობლემები და ცხადია, ახლაც არის. კერძოდ ის, რომ მისი მგრძნობელობა დაბალია; როდესაც PCR ტესტით ვამოწმებთ ხშირ შემთხვევაში ის ადასტურებს ვირუსს და ეს ნიშნავს იმას, რომ სწრაფმა ტესტმა “გააპარა”. ეს ეპიდემიოლოგიურად, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და სასურველია, პირდაპირ PCR ტესტი კეთდებოდეს მინიმუმ ამბულატორიულ ნაწილში. ჰოსპიტლებისთვის შეიძლება სწრაფი ტესტი მნიშვნელოვანი იყოს თუნდაც იმ სეგმენტისთვის, სადაც დადებითი პასუხი გამოჩნდება, რადგან საავადმყოფოში შემსვლელი პაციენტის შემთხვევაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო კოვიდკლინიკაში უნდა შევიდეს თუ - არა. ამბულატორიულ პაციენტებზე მგონი უფრო ზარალიანი გამოდის. ზუსტად არ ვიცი, ეს ალბათ დასათვლელია. სიმპტომურ პაციენტებში იმდენ უარყოფით პასუხს აჩვენებს, რომ ეს შედეგი შემდეგ PCR ტესტით მაინც გადასამოწმებელია, ამიტომ სჯობს ამბულატორიულ პაციენტებში პირდაპირ PCR ტესტი გაკეთდეს. ალბათ ამ გადაწყვეტილებამდე ოდესმე მივლენ, როცა დათვლიან. ჩემი აზრით, უფრო მეტი ზარალია სახელმწიფოსთვის ჯერ ანტიგენის სწრაფი ტესტი და შემდეგ ცრუ უარყოფითი პასუხების PCR ტესტით გადამოწმება”,
- ამბობს ბუწაშვილი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 14 359 პირი ემსხვერპლა.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია