რუსთავში ჩატარებულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჩემპიონატზე მრნეულელმა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მარნეულში მოქმედი „ოლიმპ სპრტულ სკოლის“ მოზარდი რაშად ორუჯოვი ქალაქ რუსთავში ჩატარებულ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ რადიო მარნეუთან საუბრისას ოლიმპ სპორტული სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მწვრთნელმა ელჩინ მუსტაფაევმა განაცხადა. მისი თქმით, რაშად ორუჯოვმა რომელიც 23 წლის ასაკთა შორის ჩატარებულ ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია, საქართველოს ნაკრებში ლიცენზია მოიპოვა.

„2001 წელს დაბადებული რაშად ორუჯოვი წარმოშობით დმანისიდანაა. ამჟამად მარნეულში ცხოვრობს. 55 კგ წონაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ლიცენზია მიიღო და საკონტროლო შეხვედრებს ჩაატარებს. თუ ორუჯოვი პირველ და მეორე ადგილზე გამოსულ სპორტსმენებზე წინ წავა, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე შეძლებს წასვლას.“

მუსტაფაევმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან განაცხადა , რომ ისინი ახლა მომდევნო შეჯიბრებისთვის ემზადებიან.

„2 წელია რაც მარნეულში ბერძნულ-რომაული ჭიდაობაზე წვრთნებს გავდივართ. მაგრამ ერთი წელია რაც სრულიად სერიოზულად დავიწყეთ წვრთნები. ამჟამად ჩვენს სპორტულ სკოლაში 30 სტუდენტია. ამ წლის მარტის თვეში მოზარდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება. ახლა ამ შეჯიბრისთვის ვემზადებით. ამ შეჯიბრზე დაახლოებით 8 სპორტსმენით ვაპირებთ ჩართულობას. ღმერთის დახმარებით ამ შეჯიბრიდანაც წარმატებით დავბრუნდებით. თუ ამ შეჯიბრზე წარმატებას მივაღწევთ ჩვენი მოზარდები ჩემპიონატზე შეძლებენ წასვლას და მარნეულის სახელით გამოვლენ“,
- ელჩინ მუსტაფაევი აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით დმანისელი რაშად ორუჯოვი დღემდე ბევრ შეჯიბრებზე გამოსულო. ის ქვეყნის ნაკრებში წარმოდგენილი პირველი აზერბაიჯანელია.

აღსანიშნავია , რომ სპორტსმენის მწვრთნელები ელჩინ მუსტაფაევი და თაბრიზ ბაღმანოვი არიან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია