ადგილობრივები ლაგოდეხში მამაკაცის მიერ ყოფილი ცოლის მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ
ადგილობრივები ლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ.

ერთი-ერთი მეზობლის თქმით, მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა.

ამასთან, მისივე თქმით, მკვლელობის დღეს არავის არაფერი გაუგია, გარდაცვლილი ქალი კი ძმამ იპოვა.

"მგონი უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს საავადმყოფოში, ზუსტად არ ვიცით. მუქარები იყო. ეს ბიჭიც ნარკოდამოკიდებული იყო და ცოტა არაადეკვატური საქციელები ჰქონდა ხოლმე. არ სცილდებოდა ამ გოგოს, კლასელები იყვნენ და უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მერე ბიჭმა ძალიან აურია და ბოლო ერთი წელია გაცილებულები არიან. გარდაცვლილი ლაგოდეხში ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა 3 შვილთან ერთად, იქვე სამსახური ჰქონდა. თავიდან ამ ბიჭს შემაკავებელი ორდენიც ჰქონდა, იმიტომ რომ პატარა ბიჭი ბაღიდან გამოიყვანა და მერე თბილისში წაიყვანა. ალიმენტის საკითხზე სასამართლო პროცესიც ჰქონდათ. ხვდებოდნენ ერთმანეთს, ამ ბიჭმა ბოლოს დაიწყო მისვლა და ბავშვებიც მოჰყავდა ხოლმე, ისევ ცივილურად ურთიერთობდნენ. მკვლელობის დღეს ორჯერ მოვიდა აქ და ძალიან არაადეკვატური იყო, ამიტომ დედას ეჭვი შეაქვს და ამბობს, რომ გაზით არ იქნებოდა გაგუდული. არ იქნებოდა გაგუდული იმიტომ, რომ ჯერ ერთი სარკმელი იყო ღია, ასევე გაზქურის გვერდით თუთიყუშების გალია ეკიდა და თუთიყუშები ცოცხლები იყვნენ. ცხედარი ექსპერტიზაზე წაიყვანეს, შემდეგ მოიყვანეს და შემდეგ ისევ წაიყვანეს საეჭვო გარემოებები გამოიკვეთაო. ჯერ არაფერი ვიცით. იმ დღეს არავის არაფერი გაუგია. ძმამ გარდაცვლილი და ქურთუკ-ჩექმებ ჩაცმული, ჩანთაგადაკიდული საწოლზე მწოლიარე იპოვა“, - აცხადებს მეზობელი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები