აშშ-ში კაცი სინაგოგაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა — 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ყველა მათგანი თავისუფალია
აშშ, ტეხასის შტატის ქალაქ დალასში სინაგოგაში თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შემთხვევა შაბათს დილით, რელიგიური რიტუალის დროს მოხდა. BBC-ს ცნობით, თითქმის 10-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ 4-ვე მძევალი თავისუფალია. რაც შეეხება თავდამსხმელს, პირველადი ინფორმაციით, იგი გარდაიცვალა. მისი ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის იყო სასულიერო პირიც. აღსანიშნავია, რომ რელიგიური რიტუალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა თავდამსხმელის შეჭრის დროს მალევე შეწყდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ითხოვდა პაკისტანელი ნეირომეცნიერის, აფია სადიკის გათავისუფლებას, რომელსაც აშშ-ში 86 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სადიკი ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის მცდელობისთვის იხდის სასჯელს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია