სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, კორონავირუსის არდადასტურების მიუხედავად, უნდა დავიცვათ იზოლაციის წესები — NCDC
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) მოსახლეობას მოუწოდებს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდებათ თუ არა კორონავირუსი, დარჩნენ იზოლაციაში. მათი განცხადებით, ამით ისინი ხელს შეუშლიან კორონავირუსის, ან თუნდაც, სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელებას.

"უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე.

ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით",
— განმარტავენ NCDC-ში.

ცენტრის განცხადებით, ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, ტესტირებაზე მოთხოვნა გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული ტესტების საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებით 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია