ვის შეამოწმებს აუდიტის სამსახური წელს - 2022 წლის გეგმა ცნობილია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტორული საქმიანობის 2022 წლის გეგმა გამოაქვეყნა. უწყებამ 2022 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა 52 აუდიტით განსაზღვრა, რომლითაც იგეგმება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 91%-ის დაფარვა. 2021 წელთან შედარებით, ერთი პროცენტული პუნქტით იზრდება ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი.

2022 წელს განსაზღვრულია 13 ფინანსური აუდიტის ჩატარება:

10 ფინანსური აუდიტი − ცენტრალურ ბიუჯეტში
1 ფინანსური აუდიტი − აჭარის ა/რ-ის ბიუჯეტში
1 ფინანსური აუდიტი − აფხაზეთის ა/რ-ის ბიუჯეტში
1 ფინანსური აუდიტი − მუნიციპალურ ბიუჯეტში


იგეგმება შემდეგი უწყებების 2021 წლის ფინანსური აუდიტი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტრი, გარმოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრი, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის და შს სამინისტროები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგადასახადო შემოსავლები, აფხაზეთს ა/რ ერთიანი რესბუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი ფინანსური ანგარიშგება, აჭარის ბიუჯეტი, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება.

სახელმწიფო აუდიტი ასევე აპირებს შეისწავლოს შესაბამისობის აუდიტები, მათ შორის: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტი, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის შესაბამისობის აუდიტი, COVID-19 პანდემიის საპასუხოდ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი, სს „საქართველოს რკინიგზის“ შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის სამსახური შეამოწმებს ისეთი პროგრამების ეფექტიანობასაც, როგორებიცაა: აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარება და მართვა, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP), საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ განხორციელებული საქმიანობა, პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ და ა.შ.

წყარო: ბმ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები