როგორი იყო საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები 2021 წელს
საერთაშორისო რეიტინგები ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო რეიტინგები აჩვენებს, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანაში არსებული ეკონომიკა და სხვადასხვა ინსტიტუტი. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ინვესტორები გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებს უყურებენ.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამასთან, მიშვნელოვანი ინდექსი, ეს „ჰერითეჯის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსია. მოცემული ინდექსი 12 ძირითადი პარამეტრისგან გამომდინარე იკვლევს, რამდენად თავისუფალია ესა თუ ის ქვეყანა. მოცემული შეფასება 184 ქვეყანას მოიცავს. 2021 წელს საქართველომ თავისი საშუალო ქულა 0.1 პუნქტით გააუმჯობესა და ჯამში 77.2 ქულას მიაღწია. არსებული მდგომარეობით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპაში - მე-7 ადგილზეა.

მიუხედავად გაუმჯობესებული მდგომარეობისა, გარკვეულ კომპონენტებში შეინიშნება რეგრესი, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების კომპონენტი, სადაც საქართველოს ქულა დაახლოებით 2 პუნქტით შემცირდა და 66.9% შეადგინა.

რაც შეეხება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიჩის“ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, 2021 წელს საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დატოვა, თუმცა ნეგატიური მოლოდინებით. უნდა აღინიშნოს, რომ „ფიჩის“ სარეიტინგო სისტემა განსაზღვრავს, რამდენად გადახდისუნარიანია ესა თუ ის ქვეყანა ობლიგაციების გამოშვების შემდეგ.

მსგავსი კონცეფციის მატარებელია Moody’s საკრედიტო რეიტინგი, რომელმაც საქართველოს რეიტინგი BA2 -ზე დატოვა სტაბილური მოლოდინებით.

კიდევ ერთი საერთაშორისო რეიტინგია S&P, სადაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე შენარჩუნდა, თუმცა ნეგატიური მოლოდინებით.

აქვე საინტერესო იქნებოდა Doing Business- ის რეიტინგიც, თუმცა მსოფლიო ბანკმა Doing Business რეიტინგის წარმოება შეწყვიტა. ამ ყველაფრის მიზეზად კი 2018-2020 წლებში არსებული რეიტინგების შეუთავსებლობაა, რომელიც ძირითადად ჩინეთს საუდის არაბეთს და აზერბაიჯანს შეეხო.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები