დანისპარაულში თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს [ფოტო]
აჭარის მთებში დღეს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. თოვლის საფარმა ზოგიერთ ადგილზე 2 მეტრს მიაღწია.

დიდთოვლობის გამო მთის სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია.

რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის გზას, ბათუმიდან დაბა ხულომდე [უფრო სწორად სოფელ დიდჭარის მიმდებარედ – პაქსაძეების ხიდამდე] მონაკვეთზე, როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მოძრაობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ავტომანქანას;

ხოლო, ამამავე გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე [პაქსაძეების ხიდი-კურორტი გოდერძის] მონაკვეთზე, რეკომენდებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სწორედ ამ მონაკვეთში მდებარეობს სოფელი დანისპარაული.

ეს ფოტოები ხულოს სოფელ დანისპარაულშია გადაღებული




სინოპტიკოსების უახლოესი დღეების პროგნოზით, დროგამოშვებით თოვა აჭარის მაღალმთიანეთში 18 იანვრამდე გაგრძელდება.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები