ბათუმში, შტორმის შედეგად, სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა დაზიანდა
ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებულია ბულვარის ინფრასტრუქტურა და სანაპირო ზოლი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძლიერი ქარი და თოვა მთელი ღამის განმავლობაში იყო. On.ge-ს ბათუმის მერიაში განუცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური მთელი ღამის განმავლობაში წმენდდა სანაპირო ზოლს.

როგორც ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, ისინი ელოდებიან ამინდის გაუმჯობესებას, რათა დაიწყონ ინტენსიური სამუშაოები.

"როგორც ხედავთ, ძლიერი შტორმის შედეგად, ტალღების შედეგად, პრომინადზე ამოტანილ იქნა ქვა-ღორღი და ნატანი. ასევე, დაზიანდა ნაწილობრივ ინფრასტრუქტურა. ძირითადად საშხაპეები და გასახდელები. ადმინისტრაციის მიერ მოხდება მისი აღდგენა და პირველად მდგომაროებაში მოყვანა.

რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, მუშაობს ტრაქტორები. ველოდებით გამოდარებას, რომ მასობრივად დავიწყოთ მუშაობდა და ბულვარის გასუფთავება",
— განაცხადა ბადრი სიჭინავამ აჭარის ტელევიზიასთან საუბრიასას.

ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ ბულვარის ადმინისტრაციასაც, თუმცა მათთან დაკავშირებას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

წყარო: On
Print