პოლიციამ ქვემო ქართლსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა - ამოღებულია 3 კილოგრამამდე „ჰეროინი“ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
21:30 / 17.01.2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და აჭარის
პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა
დროს, წარსულში ნასამართლევი 3 პირი: 1974 წელს დაბადებული მ.პ., 1986
წელს დაბადებული ა.მ. და 1967 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.
მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო
შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.პ.-ის პირადი
და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 3 კილოგრამამდე
„ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო ა.მ.-ის
პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 100 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი
ნარკოტიკი.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ დაკავებული
გ.კ.-ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად,
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: „ჰეროინის“, „ბუპრენორფინისა“ და
„მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკები, ასევე, ფული.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის
მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.