ამ დროისთვის საქართველოში „ომიკრონის“ 1419 შემთხვევაა დადასტურებული
ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1419 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები