ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობის საკითხი იყო. ასევე მხარეებმა თურქეთის ბაზრის გახსნასა და მაღალი ხარისხის წამლების შემოტანაზე ისაუბრეს.

ამასთან ხაზი გაესვა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია, რაც თავის მხრივ ქვეყნებისთვის მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის მომტანია.

აგრეთვე, საუბარი შეეხო სამომავლო ნაბიჯებს, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების გზაზე უნდა გადაიდგას. ასევე აღინიშნა, რომ პანდემიის წინააღმდეგ საქართველოსა და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობა კვლავ დღის წესრიგში დარჩება.

წყარო: პირველი არხი
Print