საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 202 951 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 41.9% „ბუსტერ“ დოზით აცრილია 123 087 ადამიანი
21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 635 602 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 315 413 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 45.8%. სრულად ვაქცინირებულია 1 202 951 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 41.9%. „ბუსტერ“ დოზით აცრილია 123 087 ადამიანი.

ამასთან, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 698 (2.09%) სრულად აცრილია - 2 553 (1.44%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 299 (15.17%) სრულად აცრილია- 10 714 (13,21%).

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ჩატარდა 7 059 აცრა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print