2021 წლის განმავლობაში მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრს 30-მდე ადამიანმა მიმართა
2021 წლის განმავლობაში მარენულის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მომსახურებაში ძირითადად სრულწლოვანი პირები ჩაერთნენ, მაგრამ ასევე ხშირი იყო მიმართვები არასრულწლოვნებზე ძალადობის საფუძვლით, რაც ნაადრევ ქორწინებასა და 18 წელს მიუღწეველი ბავშვის ნიშნობის შემთხვევებს გულისხმობს.

რადიო "მარნეულის" წერილზე პასუხად მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის უფროსი/სოციალური მუშაკი ეკა ბედიანაშივლი გვპასუხობს, რომ 2021 წლის განმავლობაში კრიზისულ ცენტრს 30-მდე ადამიანმა მიმართა, მიმართვის ძირითადი საფუძველი კი მათ მომსახურებაში ჩართვა და ასევე კონსულტაცია იყო.

"რეფერირება ძირითადად ხდებოდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს რაიონული განყოფილებების სოციალური მუშაკების მხრიდან, ასევე სახალხო დამცველის აპარატის მარნეულის წარმომადგენლის მხრიდან". - აღნიშნულია მარნეულის ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში

ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრი ბენეფიციარების საჭიროებათა შეფასების შემდგომ მათ სთავაზობს ისეთ სერვისებში ჩართვას, როგორიცაა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება; სამართლებრივი დახმარება (იურიდიული კონსულტაცია და ადვოკატირება); საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურება;

"აღსანიშნავია, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევების დროს ხშირია ფსიქოლოგიური და სამართლებრივი პრობლემები ოჯახის წევრებთან, ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებთან, ყველა მომართვაზე მოხდა ადეკვატური რეაგირება და ჩართვა შესაბამის მომსახურებაში".

2021 წლის განმავლობაში კრიზისულ ცენტრში ერთეული თვითმიმართვის შემთხვევებიც დაფიქსირადა, რაც ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლმა, რეფერირების გარეშე, თავად მიმართა კრიზისულ ცენტრს.

რადიო "მარნეული"
Print