ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სროლა იყო, თავდამსხმელი მოკლულია
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სროლა იყო. როგორც CNN წერს, ინციდენტის დროს, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიჭრა — თავდამსხმელი მოკლულია.

მედია პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდამსხმელმა სროლა ლექციის მიმდინარეობის დროს დაიწყო და შემდეგ გაიქცა. მათივე ცნობით, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც გამოცემა წერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა თავი მოიკლა. გარდა ამისა, პოლიციის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია