ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში სროლა იყო. როგორც CNN წერს, ინციდენტის
დროს, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიჭრა — თავდამსხმელი მოკლულია.
მედია პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდამსხმელმა სროლა
ლექციის მიმდინარეობის დროს დაიწყო და შემდეგ გაიქცა. მათივე ცნობით,
ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც გამოცემა წერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელმა თავი
მოიკლა. გარდა ამისა, პოლიციის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ
ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია.