5-12 წლის ასაკის ბავშვებს სჭირდებათ განსხვავებული შემადგენლობის ვაქცინა, დაწყებული გვაქვს კონსულტაციები — გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწყებულია მუშაობა 5-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისი ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე. გაბუნია აცხადებს, რომ ბავშვების აცრის გარეშე კორონავირუსის პანდემიის დამარცხება რთული იქნება.

"დღეს მღელი მსოფლიო უკვე საუბრობს მცირე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე. 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ, ბუნებრივია უკვე დაწყებული გვაქვს კონსულტაციები. მას სჭირდება განსხვავებული შემადგენლობის ვაქცინა. ამ შემთხვევაში Pfizer-ის ვაქცინა მაქვს მხედველობაში.

ამ მიმართულებით, ბუნებრივია, დაწყებული გვაქვს ჩვენ მუშაობა, რომ ვაქცინის ხელმისაწვდომობა უზრუნვეყოფილ იქნას და ასევე, რეკომენდაციები, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, ბუნებრივია, ჩვენთვის გახდება სახელმძღვანელო ამ მიმართულებით მუშაობისთვის, რადგან საერთოდ, საბოლოო ჯამში, პანდემიის დამარცხება ბავშვების ვაქცინაციის გარეშე რთული იქნება",
— განაცხადა გაბუნიამ იმედის ეთერში.

ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილე აღნიშნავს იმასაც, რომ 12 წლიდან ბავშვების ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. გაბუნიას ინფორმაციით, ამ ასაკობრივ კატეგორიაში აქტირუიბენ იმ ბავშვების მშობლები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს.

"ბავშვებში ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში უკვე დასაშვებია 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. 16-დან 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უფრო ადრე დავუშვით. ჯერჯერობით ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, მაღალი აქტივობა ამ მიმართულებით არ გვქონია. იყო აქტივობა იმ ბავშვების მშობლების მხრიდან, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და მშობლებმა, რა თქმა უნდა, მოისურვეს, რომ ბავშვები ყოფილიყვნენ მეტად დაცულები. ამ შემთხვევაში ვაქიცნაციის პროცესი უფრო აქტიურად წარიმართა",
— განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ომიკრონის გავრცელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაქცინაციის მნიშვნელობა, რადგან, როგორც გაბუნია განმარტავს აცრილებში ეს შტამი "მსუბუქად მიდის, პრაქტიკულად, სიმპტომების გარეშე".

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია