მეტროში შშმ ბავშვის ცემის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანი, შშმ ბავშვის ცემა. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 2022 წლის 23 იანვარს, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში მოხდა. ამ დროს 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი ბიჭი ძმასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ისანში. გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ არასრულწლოვანი პატრულის თანამშრომელმა ესკალატორით აიყვანა პოლიციისთვის გამოყოფილ ოთახში და მას სცემა.


"აღნიშნულ ოთახში საპატრულო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვან რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა მის გამეტებით ცემას.

მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად",
- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის თქმით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.



ინსპექტორის სამსახურმა პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობის (ძალადობის) ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 144 მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა","ბ" და "ზ" ქვეპუნქტებით დააკავეს. მისი კოლეგა კ.ბ. კი, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში პოლიციელს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება;
მისი კოლეგა წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პოლიციელის მიერ შშმ ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა გუშინ, 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭზე. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო.



"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ასე პასუხობდა პოლიციელი.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები