სკოლები გააგრძელებენ მუშაობას - მთავრობის გადაწყვეტილება
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში მაღალი ინფიცირების მიუხედავად რეგულაციებს არ ამკაცრებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, არც სკოლებთან დაკავშირებით იგეგმება ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები.

„სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო კვლავაც გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ბუნებრივია, ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. ჯერჯერობით გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება. რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად სკოლები გააგრძელებენ მუშაობას ასეთი შერეული ფორმით“, -
განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: etaloni.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები