სიმპტომებიან პირს, რომელიც არ გატესტილა და ექიმი მეთვალყურეობდა, კოვიდპასპორტი ექნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ პირს აქვს სიმპტომები, დაუკავშირდა 112-ს და არის ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ამ შემთხვევაში ტესტის გაკეთების გარეშეც, მას კოვიდპასპორტში აესახება ინფიცირება და მიიღებს მწვანე სტატუსს.

"სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი, თუ არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები, დაუკავშირდა 112-ს, ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და არ იყო გატესტილი, ისინი შესაბამისად მწვანე პასპორტისთვის და მოგზაურობისთვის აისახებიან", — განაცხადა მან.

გამყრელიძის განცხადებით, ასევე საბჭოს მიმართეს, რომ პირველი თებერვლიდან უსიმპტომო ადამიანების ტესტირება დროებით შეაჩერონ და მეტი ყურადღება გამახვილდეს სიმპტომებიან ადამიანებზე.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია