„ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ „ომიკრონ“ შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს
კომპანიებმა, „ფაიზერმა“ და „ბიონტექმა“ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამზე გათვლილი ვაქცინის კლინიკური ცდა დაიწყეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიები გეგმავენ ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნური პასუხის გამოცდას ვაქცინის სამი დოზით არავაქცნირიებულ პირებში და მესამე, „ბუსტერ“ დოზით იმ პირებში, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა უკვე მიღებული აქვთ.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე კვლევები და რეალურ სამყაროში არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ „ბუსტერ“ დოზა კვლავ უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, ვაცნობიერებთ, რომ მზად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევისთვის, თუ ეს დაცვა დროთა განმავლობაში შემცირდება“,
- განაცხადა „ფაიზერის“ ვაქცინების კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელმა, კატრინ იანსენმა.

კლინიკურ ცდაში მონაწილეობას 1 400-ზე მეტი ადამიანი მიიღებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები