2021 წელს საქართველოდან თაფლის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - სად ვყიდით პროდუქტს
ქართული თაფლის ექსპორტი 696%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, ყველაზე მეტი, 143 ტონა კი, ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული.

2020 წელს, საქართველოდან 122.55 ათასი აშშ დოლარის, 21.71 ტონა თაფლი გავიდა. 2021 წელს კი 657.32 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 172.92 ტონა თაფლი.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ Top-5 ქვეყანას, სადაც საქართველომ გასულ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა:

  • ბულგარეთი - 188.33 ათასი აშშ დოლარი (76.44 ტონა)
  • საფრანგეთი - 309.12 ათასი აშშ დოლარი (65.40 ტონა)
  • რუსეთი - 7.52 ათასი აშშ დოლარი (10 ტონა)
  • ყატარი - 26.25 ათასი აშშ დოლარი (4 ტონა)
  • ყაზახეთი - 17.28 ათასი აშშ დოლარი (3.93 ტონა)
    წყარო: BPN
Print