სერგეი ლავროვი იენს სტოლტენბერგზე - ჩემი აზრით, მან უკვე დაკარგა კავშირი რეალობასთან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დიდი ხანია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებებს არ განიხილავს, - ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

„ჩემი აზრით, მან უკვე დაკარგა კავშირი რეალობასთან“,
- აღნიშნა ლავროვმა მედიასთან საუბარში.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ეს განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის სიტყვებზე კომენტირებისას გააკეთა, რომლის თქმითაც, ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო ყოფნის გაძლიერებას განიხილავს და ეს შეიძლება მოიცავდეს ნატოს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას.

წყარო:
ინტერპრესნიუსი
Print