ყოველი მე-2 მოქალაქე ამბობს, რომ საქართველო არაა დემოკრატია – NDI-ს კვლევა
NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობიდან, ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ საქართველო არ არის დემოკრატია.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი – 59% ამბობს, რომ დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამასთანავე, 50% ფიქრობს, რომ ქვეყანა არ არის დემოკრატიული.

კვლევით ჩანს, რომ ეს ბოლო მონაცემი წლების განმავლობაში უარესდებოდა.


წყარო: NDI

ამასთანავე, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა (34%) მიიჩნევს, რომ საქართველო ადრე იყო მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი, თუმც ახლა – აღარ არის.


წყარო: NDI

აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია