ლავროვის თანახმად, აშშ-მა არ უპასუხა რუსეთის მთავარ მოთხოვნას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა უმთავრეს კითხვას, რომელიც ეხება ნატოს არგაფართოებას.

ლავროვის განცხადებით, ვაშინგტონის წერილობით პასუხში, რომელიც მოსკოვს გუშინ საღამოს გადაეცა, არაა ნათქვამი, რომ ალიანსი გაფართოებას შეწყვეტს.

„ამ დოკუმენტში არ არის პოზიტიური გამოხმაურება მთავარ საკითხზე. ჩვენი ცხადი პოზიცია, რომ ნატოს მომავალმა აღმოსავლეთ გაფართოებამ და შეიარაღების განლაგებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლავროვმა.

აშშ-ისა და ნატოს წერილობითი პასუხი რუსეთს 26 იანვარს გადაეცა.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატო კვლავ აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები