2022 წელს Samsung სმარტფონების წარმოების და გაყიდვების ზრდას აანონსებს
Samsung წელს სმარტფონების წარმოების და გაყიდვების ზრდას ისახავს მიზნად. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. გამოცემის ცნობით, მეხსიერების ბარათების და სმარტფონების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია წელს ჩიპების წარმოების ზრდასაც პროგნოზირებს, თუმცა Samsung-ში აცხადებენ, რომ წელსაც, შარშანდელის მსგავსად, მიწოდების პრობლემები იქნება.

კომპანიის პროგნოზით, მობილურის მეხსირების ბარათებზე მოთხოვნა, სავარაუდოდ, 5G-ის მქონე მოდელების მატების ფონზე გაიზრდება.

რაც შეეხება გასულ წელს, Samsung-ის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალის მოგებამ 11,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა ამ მაჩვენებლის მიუხედავად, ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კომპანიის მოგება უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბაზარი ელოდა.

წლევანდელ პროგნოზებს რაც შეეხება, Samsung-ში აცხადებენ, რომ სმარტფონების გაყიდვები გაგრძელდება და კომპანიას, სავარაუდოდ, ორნიშნა ზრდა ექნება, მიუხედავად გაურკვევლობისა, რომელიც ხანგრძლივ პანდემიასთან და ჩიპების დეფიციტთან არის დაკავშირებული.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები