Samsung წელს სმარტფონების წარმოების და გაყიდვების ზრდას ისახავს
მიზნად. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. გამოცემის ცნობით,
მეხსიერების ბარათების და სმარტფონების მსოფლიოში უმსხვილესი
მწარმოებელი კომპანია წელს ჩიპების წარმოების ზრდასაც პროგნოზირებს,
თუმცა Samsung-ში აცხადებენ, რომ წელსაც, შარშანდელის მსგავსად,
მიწოდების პრობლემები იქნება.
კომპანიის პროგნოზით, მობილურის მეხსირების ბარათებზე მოთხოვნა,
სავარაუდოდ, 5G-ის მქონე მოდელების მატების ფონზე გაიზრდება.
რაც შეეხება გასულ წელს, Samsung-ის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე
კვარტალის მოგებამ 11,6 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა ამ
მაჩვენებლის მიუხედავად, ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კომპანიის
მოგება უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ბაზარი ელოდა.
წლევანდელ პროგნოზებს რაც შეეხება, Samsung-ში აცხადებენ, რომ
სმარტფონების გაყიდვები გაგრძელდება და კომპანიას, სავარაუდოდ,
ორნიშნა ზრდა ექნება, მიუხედავად გაურკვევლობისა, რომელიც ხანგრძლივ
პანდემიასთან და ჩიპების დეფიციტთან არის დაკავშირებული.