სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში ქარიშხალ „ანას“ 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს - მადაგასკარს, მალავისა და მოზამბიკს ტროპიკული ქარიშხალი „ანა“ დაატყდა თავს, რასაც სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, მადაგასკარში ქარიშხალს სულ მცირე 48 ადამიანი ემსხვერპლა, 130 000 კი იძულებული გახდა თავშესაფარში გადასულიყო. მალავის უმეტეს ნაწილში ქარიშხალ „ანას“ გამო ელექტროენერგია გაითიშა, ხელისუფლებამ კი ზოგიერთ რეგიონში კატასტროფის ზონები გამოაცხადა. გამოცემის ცნობით, მოზამბიკში ქარიშხალმა 10 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა ან მნიშვნელოვნად დააზიანა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია