ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაიზარდა
ბოკერიას კლინიკაში აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაზრდილია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 29 ორსული მკურნალობს.

„ამ ეტაპზე, სამეანო განყოფილებაში 29 პაციენტია, 2 კი რეანიმაციაში. მომართვიანობა ძალიან არის გაზრდილი - კატასტროფულად. ამ 1 კვირაში ძალიან გაიზარდა“, - აღნიშნავენ ბოკერიას კლინიკაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print