ბრეგაძე სააკაშვილზე: ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, პენიტენციურ დაწესებულებაში. თუ უნდათ სხვაგან გაყვანა, მაშინ ეს ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით და მართლა საბოლოოდ მათ გასაგონად, ციხის კარს ვერავის გავუღებთ შესაბამისი საფუძვლის გარეშე. და თუ კი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე TV იმედის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობის მოთხოვნაზე.

წყარო: tabula.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია