5-12 მაისის პერიოდში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა 442 მოსწავლის მშობელმა დაწერა, 1135-მა გააუქმა
5-12 მაისის შუალედში, ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა მხოლოდ 442 მოსწავლის მშობელმა დაწერა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს.

მათივე განმარტებით, 5 -12 მაისის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 1135-მა მშობელმა გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print