3 თვეში თავშესაფრის მაძიებლად, ჯამში, 364 პირი დარეგისტრირდა, უკრაინიდან — 126
2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდა 364 უცხოელი მოქალაქე, რომელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინელია.

პირველ კვარტლის (იანვარი, თებერვალი, მარტი) სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გამოქვეყნებული.

სტატისტიკის თანახმად, სამ თვეში დარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლიდან 126 უკრაინის მოქალაქეა.

უკრაინის შემდეგ, ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი დარეგისტრირებულია თურქეთიდან (51) და ირანიდან (31).

ამავე პერიოდში საქართველოში თავშესაფარი რუსეთის 21-მა მოქალაქემ მოითხოვა.


შსს-ს სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო ჯამში 51-მა ადამიანმა, რომელთა შორის 13 უკრაინელი იყო.

ლტოლვილის სტატუსი სულ 9 პირს მიენიჭა, თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა უკრაინის მოქალაქე.


რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა.

შსს-ს აღნიშნულ სტატისტიკაში, რაც საჯარო ინფორმაციის სახით ქვეყნდება, არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რა თარიღებში შემოვიდნენ უკრაინის თუ რუსეთის მოქალაქეები.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, წინა პერიოდებთან შედარებით, უკრაინელების რაოდენობა გაზრდილია.

კერძოდ, გასულ წელს უკრაინელი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა მხოლოდ 3 იყო, – არა მხოლოდ პირველ კვარტალში, არამედ მთელი წლის განმავლობაში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ბოლო მონაცემებით, ომის გამო ქვეყანა იძულებით დატოვა 5 981 358-მა ადამიანმა.

მათი უმეტესობა – 3 200 000-ზე მეტი ადამიანი პოლონეთშია, მილიონამდე კი, რუმინეთში.

საქართველოს მთავრობის ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში ახლა 30 ათასამდე უკრაინელი იმყოფება [მათი უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლად].
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია