სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი ვიზიტებისას, არცერთი შეხვედრის დროს არ დასმულა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი ბოლო ვიზიტებისას არცერთი შეხვედრის დროს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი არ განხილულა.

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მისთვის გაუგებარია, საიდან მოდის ვარაუდები, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები შეეხოს.

„ძალიან უცნაურ კითხვებს მისვამთ. ახლახან ვიყავი ევროპაში და ამერიკაში, კვირის დასაწყისში დავბრუნდი და არსად, არცერთ შეხვედრაზე არ გამიგია ეს საკითხი ასე დასმულიყოს. როგორც უკვე გითხარით, ვიყავი გერმანიაში, ვიყავი ამერიკაში, მოვისმინე სხვა ჩემი კოლეგების მოსაზრებები და არსად ეს საკითხი დასმული არ ყოფილა. არ ვიცი, საიდან მოგაქვთ?!“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print