4 ქვეყანა, სადაც წელს საქართველომ ფქვილი იყიდა
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მინიმალური მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა.

მისივე განცხადებით, დარგში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სექტორი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

ასოციაციის განცხადების პასუხად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, დიდწილად, ფქვილის იმპორტმა ჩაანაცვლა. მათივე ცნობით, ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს.

„მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით,“-აცხადებენ სამინისტროში.

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი თითქმის 11-ჯერ გაიზარდა. 2022 წლის მარტში ქვეყანამ 8 724 ტონა ფქვილი იყიდა, ჯამში 2,589 მლნ დოლარის ღირებულების, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი პროდუქტის იმპორტმა შეადგენდა 806 ტონა - 241,7 ათას დოლარი.

რაც შეეხება კონკრეტულად ქვეყნებს, საქართველომ 2022 წლის მარტში ფქვილი ძირითადად იყიდა - რუსეთში, რომელზეც მთლიანი იმპორტის 98,7% მოდის. მცირე რაოდენობით ფქვილი შეიძინა საფრანგეთში, თურქეთსა და იტალიაში.

4 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2021 წელს ხორბლის ფქვილი იყიდა:
  • რუსეთი - 8 612 ტონა, 2,507 მლნ დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 291 დოლარი);
  • თურქეთი - 92 ტონა, 57,4 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 624 დოლარი);
  • იტალია - 12,5 ტონა, 14 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 166 დოლარი);
  • საფრანგეთი - 8 ტონა, 10,2 ათასი დოლარი (ერთი ტონა საშუალოდ - 1 275 დოლარი).

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია