სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში წინა
თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.8 პროცენტი,
ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის
აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5 პროცენტი
შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი
5.7 პროცენტით განისაზღვრა.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-10 პროდუქტს, რომელზეც ფასი აპრილში
ყველაზე მეტად შემცირდა:
- ქალის ქვედაკაბა - 21%-ით;
- მამაკაცის შარვალი - 17,5%-ით;
- ლიმონი - 16,1%-ით;
- მამაკაცის ფეხსაცმელი - 13,5%-ით;
- კომპიუტერი - 10,3%-ით;
- ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი - 8,1%-ით;
- ახალი მსუბუქი ავტომობილი - 8%-ით;
- მობილური ტელეფონი - 7,1%-ით;
- ქალის შარვალი - 7%-ით;
- თვითმფრინავით მგზავრობა - 5,7%-ით.