სკოლის პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება
განათლების მინისტრის ბრძანებით, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება, რადგან „ამ საგნების სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში“, – წერია მინისტრის ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სკოლებში ჭადრაკის სწავლება გათვალისწინებულია ევროკავშირის 2012 წლის დეკლარაციით, რომელიც საგანმანათლებლო სისტემებში ჭადრაკის სწავლების დანერგვას ითვალისწინებს.

თუმცა, ამავე ბრძანების მიხედვით, პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუკი სკოლას შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი ჰყავს.


პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება.

ჭადრაკი მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება. მათემატიკა I-XII კლასების ჩათვლით ისწავლება სკოლაში, ჭადრაკი კი მხოლოდ პირველ კლასში იქნება სავალდებულო.

სკოლებში ასევე სავალდებულო საგნად შემოდის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“, რომელიც ამავე ბრძანების მიხედვით, მეორე, მესამე და მეოთხე კლასებში აქამდე ნებაყოფლობითი იყო – სკოლას სურვილის შემთხვევაში შეეძლო დაემატებინა კვირაში ერთი საათი.

2021-2022 სასწავლო წლიდან საგნის დამატება სავალდებულოა.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები