მოქალაქე წამლებს ავტომობილის სალონში მალავდა
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, დიდი ოდენობით მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის ჭ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვლიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 79 დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს.

აღნიშნულ მოქალაქეს მედიკამენტები, ავტომობილის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავებში ჰქონდა განთავსებული. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 879,53 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები