რუსეთის თავდაცვის მინისტრი - ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება თითქმის დასრულებულია
რუსეთის მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება თითქმის დასრულებულია, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

შოიგუს თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინას მეტი ტერიტორია წაართვეს.

ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად ცნო ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები