რუსეთი ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს,
- ამის შესახებ ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasum-ის
განცხადებაშია ნათქვამი.
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „Gasum-ს“ დღეს აცნობა, რომ ბუნებრივი
აირის მიწოდებაზე კონტრაქტს შაბათს, 21 მაისსს, 08:00 საათზე
(თბილისის დროით) შეწყვეტს.
ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია მომხმარებლებისთვის ბუნებრივი
აირის მიწოდებას სხვა წყაროებიდან „Balticconnector“-ის მილსადენის
მეშვეობით გააგრძელებს.
„უახლოეს თვეებში შევძლებთ ყველა ჩვენს აბონენტს გაზი
მივაწოდოთ“, - განაცხადა Gasum-ის აღმასრულებელმა
დირექტორმა.