რუსეთმა ფინეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა
ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasgrid Finland-მა განაცხადა, რომ დღეს, ქვეყანაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. „გაზის მიწოდება Imatra-ს მიმღები პუნქტიდან 2022 წლის 21 მაისს შეწყდა. Gasgrid Finland-მა გაზის იმპორტი Balticconnector-ის მიმღებ პუნქტზე მიმართა და გაზის სისტემა ამჟამად დაბალანსებულია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ფინურმა კომპანია Gasum-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ეთანხმება Gazprom Export-ის მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ განახორციელებს გადახდებს რუბლში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ არამეგობრულმა სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები