ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Gasgrid Finland-მა განაცხადა, რომ
დღეს, ქვეყანაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა.
„გაზის მიწოდება Imatra-ს მიმღები პუნქტიდან 2022 წლის 21 მაისს
შეწყდა. Gasgrid Finland-მა გაზის იმპორტი Balticconnector-ის მიმღებ
პუნქტზე მიმართა და გაზის სისტემა ამჟამად დაბალანსებულია“, -
ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ფინურმა კომპანია Gasum-მა რამდენიმე დღის წინ
განაცხადა, რომ არ ეთანხმება Gazprom Export-ის მოთხოვნას, ბუნებრივი
აირის საფასურის რუბლში გადახდასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ
განახორციელებს გადახდებს რუბლში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ
არამეგობრულმა სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა
გადაიხადონ.